მარნეულის მერიამ შპს “ავტოპარკს” 5, ხოლო შპს “სუფთა მარნეულს” 1 ახალი ავტობუსი უსასყიდლოდ გადასცა

424

მარნეულის მუნიციპალურ შპს „ავტოპარკს“ მარნეულის მერიამ 5 ახალი ავტობუსი უსასყიდლოდ გადასცა. უსასყიდლოდ გადაეცა ავტომობილი შპს „სუფთა მარნეულსაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 6 ოქტომბერს, გამართულ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

საკრებულოს სხდომაზე სულ რვა საკითხი განიხილეს. რვავე საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მარნეულის მერის დებულებაში შესატან ცვლილებებსაც, რომლის მიხედვითაც მერიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნება.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილი ელექტრონული სისტემები უნდა დაიხუროს და უნდა დაინერგოს ახალი, რეგიონული განვითარების ინიცირებით სისტემა, რომელიც იქნება უფრო მოქნილი, უფრო ფუნქციური და რომელზედაც გადავა ადგილობრივი თვითმმართველობა 2021 წლის პირველი იანვრიდან. ანუ, მანამდე არსებული ელექტრონული სისტემები დაიხურება და გადავდივართ ახალ სისტემაზე“. – განაცხადა მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცვლილებები შევიდა მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულებაშიც. დებულებაში ცვლილება ორი, ტურიზმისა და ახალგაზრდული, მიმართულებით შევიდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

Posted by Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM on სამშაბათი, 06 ოქტომბერი, 2020