ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. როგორც ისინი აცხადებენ, დაზარალებულ ოთხ ოჯახს მერია საცხოვრებლის ქირის საფასურს გადაუხდის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.