მარნეულის საკრებულომ კომისიების სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო

287

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომისიების სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება 2022 წლის 7 ნოემბერს 12:00 საათზე. განსახილველად ერთი საკითხი იქნება გამოტანილი. თემა შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის ანგარიშს.

როგორც საკრებულოს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსმა, ია ესებუამ თქვა, კომისიების სხდომების გამოქვეყნების და ღიაობის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება ამიერიდან შესრულდება.

https://www.facebook.com/MarneuliMunicipalityRepresentativeBody/posts/pfbid0W7DTdisVuBDQJwU1FvgcTptU3Z6ceQVY5rdMAJEHmkq43z6r1YiJpD6bY9AyhZEVl