მარნეულის საკრებულოში რახმან მუსაევი ვუსალ ბაირამოვმა შეცვალა

293

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი ვუსალ ბაირამოვია. ბაირამოვი ამიერიდან ყოფილი წევრის, რახმან მუსაევის მოვალეობას შეასრულებს. აღნიშნული საკითხი ცნობის სახით მარნეულის საკრებულომ 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა, ვასილ ხახულშვილმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ახალი წევრი პარტიული სიით რიგით მომდევნო კანდიდატი გახდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„N22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 2022 წლის პირველი ნოემბრის წერილით შემოსულია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარულება, რომლის მიხედვითაც მარნეულის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის, რახმან მუსაევის ადგილმონაცვლედ ამავე პარტიის პარტიული სიით რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი არის ვუსალ ბაირამოვი“ – თვქა ვასილ ხახულაშვილმა.

20 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობის სახით მიიღო რახმან მუსაევის განცხადება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. რახმან მუსაევი მარნეულის საკრებულოში პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. მან საკრებულოს მანდატის დატოვების მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ მოსწავლეებისადმი იძულების ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა.

რახმან მუსაევი სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი იყო. 2 ოქტომბრს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სადაც ჩანს თუ როგორ დააყენა მცირეწლოვანი მოსწავლეები მუხლებზე საგაკვეთილო პროცესის დროს.
მეოთხეკლასელი მოსწავლეების მუხლებზე დაყენების ფაქტს გამოეხმაურნენ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც და განაცხადეს, რომ ისინი სკოლაში მომხდარ შემთხვევას გმობენ.

მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამიისტრო. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.