ზუგდიდის მერიის კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

487

წინა სტატია

ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, მერიის სულ ექვსი თანამშრომელია ინფიცირებული.

გიორგი შენგელიას თქმით, ახალი შემთხვევები მერიაში დასაქმებული ადამიანების მასიური ტესტირების საფუძველზე გამოვლინდა.

„ახლა მიმდინარეობს ახალი შემტხვევების კონტაქტების გამოვლენა და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ“, – აღნიშნა შენგელიამ.

ქალაქი მერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა და 1759 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.