ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა

476

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქ ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

„აღნიშნული სამუშაოები, 82 ათასი ლარით, მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებიდან ეკონომიების სახით დარჩენილი თანხით დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა 560, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 27 ობიექტზე”,-ნათქვამია ინფორმაციაში.