“დაავალე მიშას” – უწყლოდ დარჩენილი ყვარლის მოსახლეობა სააკაშვილს დახმარებას სთხოვს

1034

ყვარლის მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, საკითხის მოსაგვარებლად მილიონობით ლარი უშედეგოდ იხარჯება. მათივე ინფორმაციით, ამ პრობლემაზე ისინი უკვე წლებია, საუბრობენ, თუმცა, უშედეგოდ. ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით მიხეილ სააკაშვილს “დაავალე მიშას” კამპანიის ფარგლებში მიმართეს. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი ავრცელებს.

დაავალე მიშას” – კამპანიის პირველი დღე, რომელიც შიდა ქართლში გუშინ დაიწყო, საკმაოდ დატვირთული იყო. “ნაციონალური მოძრაობა” ამ ღონისძიების ჩატარებას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად “ძალა ერთობაშიამ” 7 სექტემბერს დაასახელა. 

ამის შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალ კამპანია დაიწყო,  რომელსაც “დაავალე მიშას” ჰქვია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხალხის მიერ მიცემული დავალებები პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა და “თავად მოგახსენებთ თავის გეგმას, როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს დაგროვილი არის მოსახლეობაში”.