“ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერმინისტრობის კანდიდატი სააკაშვილი იქნება

615

“ნაციონალური მოძრაობა” და “ძალა ერთობაშია” ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგენენ. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე საღამოს უპასუხებს პრეზიდენტი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ცვლილებებს ითხოვეს, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია.