მიხეილ სააკაშვილი მევენახეებს მიმართავს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ კომპენსაციას ჰპირდება.
სააქართველოს მესამე პრეზიდენტი აბმობს, რომ იმ 30 თეთრს, რასაც ახლანდელი მთავრობა აძლევს მევენახეებს, ოქტომბრის ბოლოს – ანუ არჩევნების შემდეგ, 80 თეთრი დაემატება.
“მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის დაცინვა და მინდა მივმართო ჩემს კახელ მეზობლებს და ყველას საქართველოშ ვისაც ეხება ეს პრობლემა, მე როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი გაძლევთ გარანტიას, შეინახეთ ეს სერთიფიკატები და 30 თეთრის ნაცვლად მოხდება უკლებრივ ყველა კილოზე დამატება 80 თეთრის, ეს არის დასაწყისისთვის რისი გაკეთებაც შეგვიძლია ეგრევე ოქტომბრის შემდეგ და მერე სულ უფრო მეტად მივხედავთ ამ სფეროს, იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული სფერო საქართველოს, ეს არის საქართველოს სიამაყე, ძალიან დიდი ბაზარია ქართულ ღვინოსთვის მთელს მსოფლიოში, ოღონდ ყველამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ ის სამუშაო, რომელიც თავის დროზე გვქონდა დაწყებული, ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.