“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარალამენტო ბლოკი შექნა. ბლოკში – “ძალა ერთობაშია” 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდებ:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- რესპუბლიკური პარტია;
- სახელმწიფო ხალხისთვის;
- პროგრესი და თავისუფლება;
- ევროპელი დემოკრატები.
მათ საერთო საარჩევნო სია აქვთ. ასევე, ჰყავთ, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები და პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატი – მიხეილ სააკაშვილი.
“საზოგადოებას, პრესას აინტერესებდა ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოიცია?! აქ ვდაგავრთ, არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური, და პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარალანეტო არჩევნებზე, იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე” – თქვა წარდგენინას გრიგოლ ვაშაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა.