ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე გიგა ფარულავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელი მალხაზ თორია, მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, არქიტექტორებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა:
ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.
ქალაქის გენგეგმაზე „არტსტუდიო პროექტი“ მუშაობს, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა