ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

427

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

მათივე ცნობით, რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულებმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 19 სექტემბერს დასრულდება.

„სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე,მოხდება სოფელი ინგირის ტერიტორიაზე გამავალი წყალარინების არსებული კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ქსელის ჩართვა წყალარინების სისტემაში.

ქალაქ ზუგდიდში დანარჩენ ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უკვე მოეწყო, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სექტემბერში დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე მოხდება წყალარინების ქსელის მიერთება,  რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება, გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები და 54 000 ადამიანი წყალარინების სრულად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.