თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განათების ახალი ბოძების მონტაჟი დაიწყო

571

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით, 180 ბოძი.

თანამედროვე სტანდარტების LED განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით, 1 200 000 ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარეგანათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

ახალი განათებების მონტაჟი თვის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.