თბილისის მერია: ე.წ გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

373

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რეაბილიტაციის ფარგლებში ბაღში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო, თარგების გამწვანების მიზნით, ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, დემონტაჟი
ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარის შენობა-ნაგებობასაც და მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდა.