რას ჰპირდებიან “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” კახეთის ამომრჩევლებს

459

საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვე დარჩა. 31 ოქტომბერს მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. პროპორციული სისტემით კახეთის 8 მუნიციპალიტეტს 2 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და რას პირდებიან ამომრჩეველს? ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

“ქართულმა ოცნებამ” კახეთის 2 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აგვისტოში წარადგინა. 

თელავში, ახმეტაში, ყვარლისა და ლაგოდეხში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილია,  ხოლო გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საარჩევნო ოლქში ოცნების კანდიდატად დავით სონღულაშვილი დასახელდა.

ასევე ცნობილია “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატები კახეთშიც. გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საარჩევნო ოლქში “ნაცმოძრაობის” სახელით კენჭს ლევან ბეჟაშვილი იყრის. თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში კი – გიორგი ბოტკოველი.