საარჩევნო ასაკის მქონე, 1200 გამოკითხულიდან, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ 52%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19%-მა „ნაციონალური მოძრაობა“. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კვლევა, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, კომპანია Survation-მა ჩაატარა,
უფრო ზუსტად, ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება” 52%;
„ენმ” 19%;
„ევროპული საქართველო” 8%;
„პატრიოტთა ალიანსი” 5%;
„ლელო” 5%;
„ახალი საქართველო” 4%;
სხვა 7 %.
კომპანია “Survation-ი” ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph – ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.
ბრიტანული კომპანია "Survation"-ის კვლევა "რუსთვი 2-ის" დაკვეთით
ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია "Survation" "რუსთვი 2-ის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს
Posted by Rustavi 2 on ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2020