„ახალციხის ტბაზე“ ადმინისტრაციისთვის, ასევე ნავების მისადგომად, ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 75 ათასი ლარით, შენობა შენდება;
მშენებელი კომპანიის დირექტორის ამირან ბალახაშვილის თქმით, სარდაფთან ერთად ტბაზე ნავების მისადგომსაც აკეთებენ: „სადაც ნავებს დააყენებენ, იქვე სარდაფში იქნება ოთახი ინვეტარის შესანახად. ზემოდან კი ოთხ ოთახს მოვაწყობთ. აქედან ორი დიდი და ორი შედარებით პატარა იქნება“.
ახალაშენებული შენობით ტბის ადმინისტრაციის რვა თანამშრომელი ისარგებლებს. მათ შორის ოთხი მარეგულირებელი, დარაჯი, ელქტრიკოსი, ბუღალტერი და უფროსია.
ააიპ ‘ახალციხის ტბა’ 2015 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. რატომ დადგა დღის წესრიგში ტბაზე ადმინისტრაციის შენობის აშენების საკითხი და რა სამომავლო გეგმები აქვს ახალციხის მერიას ტბასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ ინფორმაციის გამოთხოვა წერილობით სთხოვა.
სახელშეკრულებო პირობების მიხედვით ტბაზე სამშენებლო სამუშაოები 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს. შესრუელბული სამუშაოს გარანტიის ვადა ხუთი წელია.