ახალციხის ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სეირნობა უკვე შესაძლებელია

533

ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის უფროსის, გაგა ღავთაძის თქმით, ახალციხის ტბაზე დამსვენებლებს სამი წყლის ველოსიპედი და ხუთი ნავი ემსახურება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მისივე თქმით, ერთი საათით ნავის დაქირავება 5 ლარია, წყლის ველოსიპედის კი 10 ლარი. რაც შეეხება თევზაობის მსურველებს, ისინი თევზაობას 1 ივლისიდან შეძლებენ. მსურველმა კი 5 ლარი უნდა გადაიხადონ.

რაც შეეხება ტბაში არსებულ შადრევანს ის კვლავ არ ფუნქციონირებს.

„ჯერჯერობით არაფერია, მაგრამ რაღაცას ვგეგმავთ“, -განაცხადა გაგა ღავთაძემ.