ჩუღურეთის გამგეობის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

450

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ბაქანიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 6 885 000 ლარი დაიხარჯა. 34 მისამართზე აშენდა გზის და გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, 56 მისამართზე, 39 897 კვადრატულ მეტრზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

გარდა ამისა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, 108 მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 17 048 899 ლარი დახარჯა.

ამასთან, პრეზენტაციაზე ზურაბ ბაქანიძემ მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.