მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 19 ლიფტი შეკეთდა

726

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 19 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 320 037 ლარი გამოიყო.

ორი ლიფტი რეაბილიტირდა ზღვის უბნის XI მ.რ. I კვ. N2 და N7 კორპუსებში. მოეწყო ლიფტების ახალი კაბინა და ამწე მექანიზმი, შეიცვალა ბაგირები და ელექტროსისტემა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 60 037 ლარი დახარჯა.

2020 წლის ბოლომდე, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელ კორპუსებში კიდევ 41 ლიფტის რეაბილიტაცია-მოწყობაა დაგეგმილი.