ნაძალადევის რაიონში ურიდიას ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია სრულდება

399

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N191-თან არსებული შესახვევის ბოლო მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 90 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო და ბეტონის გზა დაიგო. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

“აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. გასულ წელს ამ შესახვევის დასაწყისი მონაკვეთი მოვაწესრიგეთ, ახლა კი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ”, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 297 480 ლარი გამოყო.