აბულისა და შაორის მეგალითური კომპლექსების შესწავლისას, არქეოლოგებმა ყორღანს მიაკვლიეს. ამ ეტაპზე, აღმოჩენილი მასალის კვლევა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
არქეოლოგ დიმიტრი ნარიმანიშვილის განმარტებით, რომელიც აბულისა და შაორის მეგალითურ კომპლექსებს იკვლევს, ყორღანის შესწავლის შედეგად შესაძლოა სპეციალისტებმა 3 500 წლის წინანდელი ადამიანის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიიღონ:
„გათხრების დასრულების შემდეგ, რაც აღმოჩნდება იქ, ჭურჭელი იქნება თუ სხვა ტიპის ინვენტარი, არქეოლოგიური მონაპოვარი, ყელაფერი იქნება დამუშავებული, შესწავლილი. ასევე გამოვიკვლევთ რა ორგანული მასალა იყო ჩატანებული სამარხში. მაგალითად, ქოთნები თუ ამოვიდა, შეიძლება იმისი გაგება, იყო თუ არა შესაბამისი პირობები შენარჩუნებული ამ, დაახლოებით 3 500 წლის მანძილზე. შეგვეძლება გაგება რას ჭამდნენ ამ პერიოდში, ამ ტერიტორიის მოსახლეობა“.
ნარიმანიშვილი იმედოვნებს, რომ სამარხში ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, ყორღანის შესწავლისა და სამეცნიერო შრომების მომზადების შემდეგ, მასალა მუზეუმში გამოიფინება.
აბულისა და შაორის „ციკლოპური“ ნაგებობების შესწავლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, 2019 წელს დაიწყო.