ენმ უარყოფს “სამთავრობო მედიის” ინფორმაციას, რომ ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებენ

429

წინა სტატია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უარყოფს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებს. ამის შესახებ ტაბულასენმ-ს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, უთხრა. 

“ასეთი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ჯერჯერობით, ასეთი განხილვაც არ ყოფილა”, – უთხრა წიკლაურმა ტაბულას.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, გიორგი ვაშაძემ “დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომები”, თუმცა, მისივე სიტყვებით, კონკურენტის დაყენებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და “თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, ყველა გაიგებს.”

დღეს, 4 აგვისტოს, იმედმა დაწერა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს ისნის ოლქში კონკურენტი დაუყენოს.

ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

27 ივლისს გიორგი ვაშაძემ თაკო ჩარკვიანთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნა. პოლიტიკურ გაერთიანებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერქმევა. მასში “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის: ექსპერტები გაერთიანდებიან.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კი თქვა, რომ “ფაქტია, ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს”, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ “ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე.”