„გამოითქვა ასეთი აზრიც“, – ასე უპასუხა ნუგზარ წიკლაურმა „ქრონიკის“ შეკითხვას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა გიორგი ვაშაძეს ისნის ოლქში კანდიდატურა დაუყენოს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“გიორგი ვაშაძემ დაუშვა მძიმე პოლიტიკური შეცდომები როცა ჯერ განაცხადა სრულიად უადგილო პრეტენზია პრემიერობაზე, შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა არ დაინახა ეს მძიმე პოლიტიკური შეცდომები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩევლის დამოკიდებულება ვაშაძის მიმართ იქნება ისეთი, როგორიც ადრე”, – აცხადებს წიკლაური.