ხარჩილავა: სახელმწიფო რწმუნებული სტიქიის გამო წალენჯიხაში ჩავიდა და მოქმედის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს შეხვდა

359

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სტიქიის გამო წალენჯიხაში ჩავიდა, თუმცა, იმის მაგივრად რომ ის ადგილობრივ ხელისუფლებასა და არჩეულ მერს, გია ხარჩილავას შეხვედროდა და მისგან მიეღო ინფორმაცია, შეხვედრა წალენჯიხის ყოფილ მერთან გამართა”, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, თუ როგორ არ თანამშრომლობს ცენტრალური ხელისუფლების არცერთი შტო ოპოზიციურ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

მისი თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლება წალენჯიხის მერიასთან არ თანამშრომლობს.

ხარჩილავას განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუდმივად იწვევს ყველა ადგილობრივ ღონისძიებაზე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა, “მთელი ამ წლის განმავლობაში გვქონდა სრული იგნორირება, თითქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის [არჩევნების] შედეგები დღესაც მიუღებელია მათთვის”, – თქვა ხარჩილავამ.

https://www.facebook.com/TsalenjikhaMunicipality/videos/1182071189325641/

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ხარჩილავას სახლის წინ პირადი ავტომობილი დაუწვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, ავტომობილი კი ექპსერტიზაზეა გადაყვანილი.