ზუგდიდში სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა

453

ზუგდიდში 25-ე სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ზუგდიდს 5 სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცემა, მათ შორის, ერთი რეანომობილია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია იმ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტი, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ზუგდიდის მოსახლეობას ბევრად უფრო ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება ექნება, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება. ამასთან, წლის ბოლომდე კიდევ 28 შენობა-ნაგებობას გადავცემთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. გაუმჯობესდება არაერთი სასწრაფო დახმარების ექიმის სამუშაო პირობები“, – განაცხადა ტიკარაძემ.