ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ საკრებულოს შემადგენლობა დატოვა. როგორც მან ნიუპრესს განუცხადა, ის საქმიანობას ბიზნესში გააგრძელებს.
“წავედი პოლიტიკიდან და გადავინაცვლე ჩემს საყვარელ სფეროში – ბიზნესში”, – განაცხადა მან.
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა, ამჯერად დეპუტატობაზეც უარს ამბობს. საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებასა და საკრებულოდან წასვლაზე მან უკვე მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
ნიკა ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2014 წლიდან არის. შემდეგი მოწვევის საკრებულოში ის 2017 წელს თავმჯდომარედ აირჩიეს.