ქუთაისის მერია მათ სარგებლეობაში არსებული ავტომობილების რეცხვაში 15 210 ლარს იხდის.
ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია საკრებულოსა და მერიის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული 14 ერთეული ავტომობილი (7 ჯიპი, 7 სედანი) კვირის ნებისმიერ დღეს, დილის 8:00 საათიდან 22:00 საათამდე დაასუფთაოს.
ასევე, გამარჯვებულ კომპანიას, უნდა შეეძლოს ერთდროულად სამი ავტომობილის გარეცხვის ტექნიკური შესაძლებლობა, ასევე, აუცილებელია დასუფთავება განხორციელდეს მაღალი სარეცხი საშუალებებით.