ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: სოცდახმარება მეც ავიღე

2042

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2019-2020 წლებში საკრებულოს თანამდებობის პირებზე სოციალური დახმარების სახით სოლიდური თანხები გაიცა. იმ დროისათვის ირაკლი შენგელია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

„საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის, მეც აღებული მაქვს შესაბამისი სოციალური მუხლით სოციალური დახმარება, ერთი ხელფასის ოდენობით. თანხა მერიამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მომცა“, – განაცხადა შენგელიამ TV პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებზე სოციალური დახმარების სახით 358 200 ლარი გაიცა.