ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელმაც პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა, ამჯერად დეპუტატობაზეც უარს ამბობს

1316

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა, ამჯერად დეპუტატობაზეც უარს ამბობს. საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებასა და საკრებულოდან წასვლაზე მან უკვე მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

ნიკა ლატარია ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, შესაბამისად, მის ადგილს საკრებულოში ამავე პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა. ამის შესახებ ლატარია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

ნიკოლოზ ლატარია “ქართული ოცნებაში” შემავალი ფრაქციის “კონსერვატიული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრი იყო. 2014 წლიდან 2017 წლამდე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2017 წლიდან კი – თავმჯდომარე.

კონსერვატიულმა პარტიამ “ქართული ოცნების” უმრავლესობა ნოემბერში საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.