ნიკა ლატარიას წასვლის გამო, ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნება-კონსერვატორებში” ოთარ ლორთქიფანიძე გადავიდა

589

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლორთქიფანიძე
ფრაქციას  „ქართული ოცნება-კონსერვატორები”  შეუერთდა, რომელიც თავის მხრივ, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ დატოვა.

სამკაციან ფრაქციას ნიკა ლატარიას წასვლის შემდეგ დაშლა ემუქრებოდა. ოთარ ლორთქიფანიძის ფრაქციაში გადასვლის შემდეგ კი ფრაქციამ არსებობა და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსება შეინარჩუნა.

ფრაქციის შემადგენლობაში ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და რამაზ ჩხიკვაძე შედიან. შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ქართულ ოცნებას 4 ფრაქცია აქვს, ოპოზიციას კი ერთი.

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა, ამჯერად დეპუტატობაზეც უარს ამბობს. საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებასა და საკრებულოდან წასვლაზე მან უკვე მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.