სოფელ ყარაჯალარიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ტესტირების შედეგი უარყოფითია

412

წინა სტატია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ბიოლოგიური მასალის ,,პისიარ“ ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, დღის ბოლოს იმ 25 პირის ,,პისიარ“ ტესტირების შედეგებს ელოდებიან, რომლებიც გუშინ ყარაჯალარში დადასტურებული კოვიდინფიცირებულების ახლო კონტაქტები არიან. სოფელში, ეპიდემილოგებმა მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ჩაატარეს, ჯამში „პისიარ“ ტესტირება 2400 პირს ჩაუტარდა.

დღეისათვის, სოფელ ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 36 დადასტურებული შემთხვევაა, ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 56 პირია ინფიცირებული. სოფელში უკვე მეშვიდე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, შესასვლელებსა და გამოსავლელებს, ასევე ყარაჯალარის ტერიტორიაზე მოსახლეობის გადაადგილებას, სამართალდამცავები აკონტროლებენ.