ზუგდიდის სკეიტ პარკში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა

356

ზუგდიდის სკეიტ პარკში პროექტი “ეთნოცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა.

პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ მეწარმეებს ეკუთვნით, რომლის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება.

ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.