კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი მალე წინა საარჩევნო კამპანიას დაიწყებს და სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი ვაკანტური გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ქადაგიშვილს რწმუნებულის პოსტზე ახმეტისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული შეცვლის. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დეპუტატმა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაადასტურა.
20 ივლისს ირაკლი ქადაგიშვილი სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.