ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

278

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

თბილისის საკრებულოს ნობით, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და მიღწეული შედეგები შეაჯამა.

„როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში, თბილისის მერიასთან ერთად, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა – მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, განხორციელდა ტაქსების რეფორმა და საათობრივი პარკირება ამოქმედდა.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც თბილისის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო სივრცეები გაჩნდა, დასასვენებელი პარკები მოეწყო და გამწვანების სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება.

საუბრისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განსაკუთრებით გამოყო, რომლის ფარგლებშიც ჟვანიას ქუჩაზე 1007კვ.მ ფართობზე სკვერი გაშენდა, ხოლო ტაბახმელაში 5405კვ/მ ფართობზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.

ზურაბ აბაშიძემ ყურადღება დედაქალაქის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, გამგეობებთან, სამინისტროებთან და სხვადასხვა საჯარო უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მათთან კოორდინირებული მუშაობითა და თანმიმდევრული დაგეგმარებით არაერთი მოქალაქისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი გახდა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, გამაგრდა ავარიული სახლები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საცხოვრებელ ფართებს, კეთილმოეწყო ეზოები და სპორტული მოედნები, ქუჩებზე შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა და სხვა. მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის სხვადასხვა ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, აქედან ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე განხორციელდა, სადაც 13 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად დაიგო გზის საფარი, ასევე, სანიაღვრე ქსელი, საკომუნიკაციო ჭები და ბორდიურები მოეწყო.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (ჩOღLEAP) მონაწილეობაზეც ისაუბრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ჩOღLEAP-ის დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით მან არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენციისა და ევროპული საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAშ) წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა.

წლიური ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.