გლდანის რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს კლინიკა “მედიგრუპის” 120 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ

622

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 120 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. სოციალური აქციის ფარგლებში გლდანის რაიონში რეგისტრირებული ყველა მოქალაქე კლინიკა „მედიგრუპში“ არსებული სამედიცინო სერვისებით სარგებლობას შეძლებს.

ზარნაძის თქმით, აქციით, რომელიც 1 სექტემბრამდე გაგრძელდება, გლდანის 200-ზე მეტმა მცხოვრებმა უკვე ისარგებლა.

„ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 120 ლარის ღირებულების მომსახურებას მათ კლინიკა „მედიგრუპი“ უფასოდ უწევს. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, აქციის ფარგლებში, ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევებით, ასევე, ექიმის კონსულტაციით ისარგებლონ. მინდა, კლინიკის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადოდა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის, მომავალში კიდევ ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

თბილისის საკრებულოს ცნობით, გლდანის რაიონში მდებარე კლინიკა „მედიგრუპი“ უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული. კლინიკაში არსებულ სამედიცინო სერვისებს ოფთალმოლოგიური მომსახურებაც დაემატა.