კახეთში 8 საარჩევნო ოლქიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი საკრებულოებში მმართველ პარტიას ეყოლება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
წინასწარი მონაცემებით, “ქართულ ოცნებას” რეგიონის 8 საკრებულოში ეყოლება 182 წარმომადგენელი, “ნაციონალურ მოძრაობას” – 83, პარტიას
“საქართველოსთვის” – 5, “ევროპულ საქართველოს” – 1, “ლელოს” -1, “სახალხო პარტიას” – 2, “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს” – 1 და დამოუკიდებელი კანდიდატია- 1.