ხოშტარია: დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 ხმა გვეწერა და 18 აგვიღია

358

დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 ხმა გვეწერა და 18 აგვიღია, – წერს “დროას” ლიდერი და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია.

“თბილისში დროამ აიღო 10 243 ხმა. გადასალახად საჭიროა 12 312 ხმა. დღეს ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ 1 გვეწერა და 18 აგვიღია. ანუ ამ მონაცემებით თითო უბანზე 2.6 ხმა გვაკლია.

წარმოიდგინეთ რა ადვილია თითო უბანზე ორი ბიულეტენის მოტეხვა. დროამ რომ გადალახოს, და კიდევ ერთი ადგილი დაამატო საკრებულო ოპოზიციის არის.

ჩვენ ყველა ხმისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას, უამრავი საჩივარი შეგვაქვს და თქვენც გაგაცნობთ ყველაფერს”, – წერს ხოშტარია.