დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში შევიდა

482

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 23 ივლისს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა. დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს.

„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილება 24 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

ცნობისთვის, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს ოზაანის ამაღლების ტაძარიც, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დავის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ახლახან დედოფლისწყაროში მდებარე კიდევ ერთ უძველეს ნამოსახლარ „სამრეკლო 1-ს“ მიენიჭა.