გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა “National Geographic Travel magazine” მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს, სადაც თბილისი და საქართველოს ტურისტული ადგილები იქნება შეყვანილი. ამ მიზნით გამოცემის ჟურნალისტმა, ჯოზეფ რიჩარდ იოგერტმა საქართველოს დედაქალაქი უკვე დაათვალიერა და თბილისის ტურისტული ადგილები გადაიღო. ასევე, ჟურნალისტი იმყოფებოდა უფლისციხეშიც.
„თბილისი არის ევროპული ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის ძალიან ლამაზი არქიტექტურით, მათ შორის თანამედროვე სტილის. ძალიან მომეწონა ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი. თბილისის შემდეგ პირველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომელიც დავათვალიერე უფლისციხეა. ეს ადგილი უფრო პატარა მეგონა, თუმცა აღმოვაჩინე რომ ეს გამოქვაბულების ქალაქი, სადაც როგორც საცხოვრებელი, ასევე სალოცავები იყო მოწყობილი. ყველას გავუწევ რეკომენდაციას ჩამოვიდნენ საქართველოში და ეწვიონ ამ ადგილებს“, – აცხადებს National Geographic-ის ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი.
გარდა ამისა, ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი ესტუმრება სტეფანწმინდას, სადაც გერგეტის სამებას დაათვლიერებს. ასევე, ჟურნალისტი ჩავალ კახეთშიც, სადაც ღვინის მარნებს მონახულებს.