ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება. საქართველოს მელიორაციის მიერ დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურისა და ნაგავდამჭერის მოწყობას.
ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მლნ ლარამდეა.