საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო

436

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგიც.

„გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.