ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობამ საძოვრებით ისარგებლოს

381

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მაცხოვრებლები ტყით და საძოვრებით ვერ სარგებლობენ, – ამის შეასხებ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ლიპარტელიანმა ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისი თქმით, ამ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობა შიშის გამო, ტყით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

“მოგეხსენებათ, რომ ეს სოფლები მდებარეობენ გამყოფ ხაზთან. ამის გამო, მოსახლეობას შიში აქვს და ვერც საძოვრებით სარგებლობს და ვერც ტყის რესურს იყენებს. ჩვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად  ვგეგმავთ, რომ ვიმუშაოთ თავდაცვის სამინისტროსთან, შსს- თან, გუბერნიასთან და მერიასთან თავისთავად. ყველანაირად ვეცდებით მოსახლეობას მინიმალური წვდომა მაინც ჰქონდეთ საძოვრეზე და ტყეზე”, –  აღნიშნა ნინო ლიპარტელიანმა.