მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან ჰაჯიევი მარნეულში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
დეპუტატმა “რადიო მარნეულთან” საუბრისას თქვა, რომ პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. ჰაჯიევმა დაატასდურა, რომ ის 6 ივლისს, ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად დაინიშნა მარნეულში საარჩევნო შტაბის უფროსად.
“სეთი რამ პირველად არ მომხდარა. მე ყოველ ჯერზე საარჩევნო შტაბის უფროსად ვინიშნები. ჩვენ დამარცხება კი არა გამარჯვება ვიცით. ამ ჯერადაც გავიმარჯვებთ“
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული წესით ჩატარდება, მაგრამ მაჟორიტარული და პროპორციაული დეპუტატების სია შეიცვლება.
120/30 – ოპოზიციის და ხელისუფლების პარტიების შეთანხმების მიხედვით პროპორციული და მაჟორიტარული წესით შერჩეული დეპუტატების სია ასე განაწილდა.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები 21 ივნისს 136 დადებითი, 5 უარყოფითი ხმით პირველ მოსმენაზე დაუჭირა მხარი.
2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს მარნეული ორ მაჟორიტარულ ოლქად განაწილდა. ახალი სისტემის მიხედვით კი მარნეულში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება.