ზუგდიდში ქუჩებს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების სახელები დაარქვეს

1129

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების სახელები დაარქვა. ამის შესახებ ლაივრესი წერს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ზუგდიდის უსახელო ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვრა ქ. ზუგდიდის თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთა და ქუჩა გაგრძელდა სოფ. ინგირის მიმართულებით, ეწოდა მარო მაყაშვილის სახელი.

მარო მაყაშვილი 1921 წლის 19 თებერვალს, 19 წლის იყო, როცა და თბილისის მისადგომებთან, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა.

ასევე ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვრა სოხუმის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდა პიერ კობახიძის ქუჩის II შესახვევის მიმართულებით, ეწოდა – ლიდია პაპასკირის სახელი.

ლიდია პაპასკირი კი იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი ეკონომიკის დარგში. მან საბჭოთა ბანაკებში 17 წელი გაატარა.