მარნეულიის ცენტრალური პარკის მოვლა-შენახვის ვალდებულება ჯერ კიდევ არავის გადასცემია. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია კი აღნიშნული პარკის დასათვალიერებლად 23 ივნისს ავიდა, განაცხადეს, რომ საჭირო იყო დაჩქარებულიყო რეკრეაციული სივრცის მოვლა-შენახვა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც მერიის საზოადოებასთან ურთიერობის განყოფილებაში დღეს გვითხრეს, ჯერ რამდენიმე ეტაპი აქვთ გასავლელი იმისთვის, რომ მოვლა-შენახვის ვალდებულება ააიპ „სუფთა მარნეულს“ დააკისრონ. კონკრეტული, თარიღი უცნობია.
რეკრეაციული ზონის მოსაწყობად მერიამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა გახსნიდან ოთხ თვეში, პარკში ინვენტარის უმეტესობა დაზინებულია. სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. მათ შორისაა საბავშვო ზონა, სადაც საქანელების უმეტესობა მწყობრიდანაა გამოსული. ფაქტობრივად, ყველა მათგანი ახლა კუსტარულადაა შეკეთებული.
მარნეულის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ონკანია განთავსებული, თუმცა წყალი არცერთში არ მოდის. ერთადერთი ცვლილება რაც დღეს შევნიშნეთ, გადამხმარი ბუჩქების გასუფთავებაა.
მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.