მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი „ვინსოვხოზის“ დასახლების მცხოვრებლები სარწყავი წყლის არ არსებობის გამო ჩივიან. მოსახელოაბის ძირითადი ნაწილი მიწათმოქმედებით, მეცხოველეობით არის დაკავებული. სარწყავი წყლის არ არსებობის გამო კი მოყვანილ პროდუქტს ვეღარ რწყავენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„ჩვენ სარწყავი წყლის არ არსებობა გვაწუხებს. 3-4 დღეა, რაც ამბობენ, რომ დღეს იქნება, ხვალ იქნებაო. ჩვენც ვნახეთ რომ არ მოდის. დღეს მივედით მერიაში ბატონ ზაურთან. ისიც ამბობს რომ ერთ-ორ დღეშო მოაგვარებენ პრობლემას. თვითონ გაუწევს ზედამხედველობას და სოფელში წყლის პრობლემა აღარ იქნება. ჩვენ სარწყავ წყალს სულ არხიდან ვიღებთ. სოფელში წყლის ტუმბო არის. ისიც პრობლემურია. მილები უნდა გაკეთდეს. დღეს მელიორაციის სამსახურშიც ვიყავით ალექსანდრე შუკაკიძესთან . მოსახლეობას არ ყოფნის არსებული წყალი. სოფლის მცირე ნაწილამდე მიდის წყალი და დიდი ნაწილი ისე რჩება. გვიხმება მოსავალი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ“, – ამბობს ამილ კასუმოვი.
როგორც რადიო “მარნეულს” საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ უთხრა, ვინსავხოზის დასახლებაში ახალ სატუმბო სადგურს დაახლოებით ორ დღეში მოაწყობენ.