დედოფლისწყაროს სოფელ ოზაანში ახალი სკოლა აშენდება

307

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდება.

ახალი სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობით ახორციელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2024 წლის დასაწყისში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარია.