ადიგენის მერია შოშხოთისა და ქვაჯვარის მონასტრებს 32 849 ლარის ხის მასალას გადასცემს

452

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა, შოშხოთისა და ქვაჯვარის მონასტრებისთვის 32 849 ლარის ხე-მასალის გადაცემის საკითხს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

49.9 კუბ/მ.  დახერხილი ხე-მასალა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას  ოქტომბერში სსპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა დეპარტამენტმა უსასყიდლოდ გადასცა. ამ მასალის მონასტრისთვის გადაცემას მხარი ადიგენის საკრებულოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, შმაგი ბიძიშვილმა განმარტა,  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დახერხილი ხე-მასალის გადაცემის მიზნით ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა, ნიკოლოზ გეწაძემ, 14 ნოემბერს მიმართა.

„ეს არის დაწუნებული მასალა, რომელიც ადიგენის მერიას გადაეცა უსასყიდლოდ. მერიას მიმართა შოშხოთის და ქვაჯვარის მონასტრებისთვისზარზმის წინამძღოლმა“, – გვითხრა შმაგი ბიძიშვილმა.

კითხვაზე, რატომ გადაეცა მასალა მონასტრებს, როცა დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ითხოვენ, ასე გვიპასუხა: „მოსახლეობასაც კი აქვს მომართვიანობა როგორ არა, მაგრამ ეს არ გასწვდებოდა ორ ოჯახსაც კი. მესამე და მეოთხეს გული დაწყდებოდა“.