ახალციხის ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

844

წინა სტატია

ახალციხის ტბაზე სპეციალისტებმა დაზიანებული შადრევნების მდგომარეობა შეამოწმეს. მერიაში გვითხრეს, რომ შადრევნების რეაბილიტაციის გარდა, ხელოვნური ტბის მიმდებარედ საბავშვო მოედანი მოწყობა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

როდის მომზადდება შადრევნების რეაბილიტაციის პროექტი, ამ ეტაპზე უცნობია.

„ერთი კვირის წინ იყვნენ სპეციალისტები ჩამოსულები. წყლის ქვეშ არსებული მილი შეამოწმეს, ეს შადრევნები მათი გაკეთებულია. ყველაფერი ნახეს და ახლა სავარაუდოდ ხარჯთაღრიცხვას გააკეთებენ“, – განმარტა „ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირების“ უფროსმა, ჯემალ გიორგაძემ.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, მათ შორის აღდგება შადრევნებიც, მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები და ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილები. პროექტი მომზადდება და შესაბამისად სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადდება ტენდერი“, – განაცხადეს მერიაში.